საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩატარდა 38 945 ტესტი, მათ შორის 20 419 კვლევა ანტიგენის და 18 526 PCR.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.32 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.38 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.03 %.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 082 პირი, გარდაიცვალა 20 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 460 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 363 შემთხვევა, აჭარა – 240, იმერეთი – 196, ქვემო ქართლი – 139, შიდა ქართლი – 118, გურია – 36, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 89, კახეთი – 181, მცხეთა-მთიანეთი -62, სამცხე-ჯავახეთი – 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 834, საიდანაც 4 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 934 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 205 პირი, 1 487 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 15 567 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 215 ადამიანი.