კორონავირუსის 2 616 ახალი შემთხვევა, 26 გარდაცვლილი | 20 ივლისის სტატისტიკა

პუბლიკა

ბოლო 24 საათში საქართველოში კოროვირუსით ინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩატარდა 36 375 ტესტი, 22 825 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 550 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 7.19 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.77% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.24%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 592 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 880 პირი და ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 367 130-მდე.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  2 616 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

თბილისი – 1 557 შემთხვევა, აჭარა – 205, იმერეთი – 191, ქვემო ქართლი – 117, შიდა ქართლი – 115, გურია – 24, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 128, კახეთი – 152, მცხეთა-მთიანეთი – 61, სამცხე-ჯავახეთი – 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21

ამ ეტაპზე ინფიცირების 18 197 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 855 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 183 პაციენტი. 1 120 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 12 582 პირი კი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.