Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 211 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 121 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 090 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 228 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 284 061-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.48 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.85 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.10 %.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 425 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 275 024-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 822 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 228 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 111 შემთხვევა, აჭარა – 16, იმერეთი – 19, ქვემო ქართლი – 5, შიდა ქართლი – 17, გურია – 20, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 20, კახეთი – 5, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.