საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 525 პირი, ხოლო გარდაიცვალა 11 კოვიდპაციენტი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 885 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 814 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 071 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 27 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.89 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.96 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.55%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 248 ახალი შემთხვევიდან, მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით: თბილისში გამოვლენილია 129 შემთხვევა, აჭარა – 16, იმერეთი – 31, ქვემო ქართლი – 8, შიდა ქართლი – 14, გურია – 6, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 17, კახეთი – 16, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.
„ამ ეტაპზე ინფიცირების 2 108 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც: 1 472 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 265 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 91 პირი. 171 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 465 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.