კორონავირუსის 3 567 ახალი შემთხვევა და 41 გარდაცვლილი | 6 დეკემბრის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 567 ახალი დადასტურებული შემთხვევა და გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 41 236 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 593 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 643 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.18% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.43%.

ინფიცირების 3 567 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 821 შემთხვევა, აჭარა – 460, იმერეთი – 325, ქვემო ქართლი – 175, შიდა ქართლი – 220, გურია – 141, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 161, კახეთი -162, მცხეთა-მთიანეთი – 61, სამცხე-ჯავახეთი -35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 255 საიდანაც:

4 372 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 034, აჭარაში – 510, იმერეთში – 735.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 120 პირი, მათ შორის, თბილისში – 553, აჭარაში – 124, იმერეთში – 277. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 264 პირი, მათგან თბილისში – 153, აჭარაში – 33, იმერეთში – 30.

936 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 628 – თბილისში, 269 – აჭარაში.