კორონავირუსის 337 ახალი შემთხვევა და 10 გარდაცვლილი | სტატისტიკა და განაწილება რეგიონების მიხედვით

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით გარდაიცვალა 10 ადამიანი.

ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 436 ტესტი, მათ შორის 17 311 ანტიგენის და 8 125 PCR.

გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დადებითობის მაჩვენებელი დღიური – 1,32%, ბოლო 14 დღის – 2,2%, ბოლო 7 დღის – 2,03%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 320 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 264 047-მდე.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 579, საიდანაც: 1 542 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 304 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 7 970 ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 337 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება.

  • თბილისი – 175
  • აჭარა – 17
  • იმერეთი – 37
  • ქვემო ქართლი – 15
  • შიდა ქართლი – 21
  • გურია – 13
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 33
  • კახეთი – 18
  • მცხეთა-მთიანეთი – 5
  • სამცხე-ჯავახეთი – 1
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2