კორონავირუსის 344 ახალი შემთხვევა და 9 გარდაცვლილი | სტატისტიკა და განაწილება რეგიონებში

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 344 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და  გარდაიცავალა 9 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 643 პირი ემსხვერპლა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 090 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 945 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 145 PCR ტესტით.

12 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.07%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.49 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.55%.

ინფიცირების ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნარაიდ ნაწილდება:

  • თბილისი 188
  • აჭარა – 8
  • იმერეთი – 58
  • ქვემო ქართლი – 16
  • შიდა ქართლი – 16
  • გურია – 22
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 18
  • კახეთი – 8, მცხეთა-მთიანეთი – 4
  • სამცხე-ჯავახეთი – 2
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 048, საიდანაც: 1 316 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 247 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 5 618 ადამიანი.