კორონავირუსის 362 ახალი შემთხვევა და 12 გარდაცვლილი | სტატისტიკა და განაწილება რეგიონების მიხედვით

პუბლიკა

საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია აქვეყნებს. მათივე ცნობით, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 470 პირი, ხოლო დაიღუპა 12 კოვიდპაციენტი.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 501 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 718 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 783 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, 24 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 1.61 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.28%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.25%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 362 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 165 შემთხვევა, აჭარა – 25, იმერეთი – 43, ქვემო ქართლი – 5, შიდა ქართლი – 33, გურია – 26, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 36, კახეთი – 18, მცხეთა-მთიანეთი – 0, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 572, საიდანაც: 1 553 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 289 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 104 პირი. 180 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 839 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.