საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ის განახლებული მონაცემების თანახმად, გამოჯანმრთელდა 378, ხოლო გარდაიცვალა 9 კოვიდპაციენტი.
StopCov.ge-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარდა 23747 კვლევა ტესტით, აქედან ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13503, PCR ტესტით – 10244. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს: დღიური – 1,55%, ბოლო 14 დღის – 1,53%, ბოლო 7 დღის – 1,33%.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 369 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე ნაწილდება: თბილისი 190 შემთხვევა, აჭარა – 19, იმერეთი – 67, ქვემო ქართლი – 21, შიდა ქართლი – 26, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 14, კახეთი – 15, მცხეთა-მთიანეთი – 3, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.
StopCov.ge-ის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 213, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1412, კლინიკურ სასტუმროში – 154 პაციენტი.