კორონავირუსის 382 ახალი შემთხვევა და 7 გარდაცვლილი | 17 მარტის სტატისტიკა

პუბლიკა

საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გამოჯანმრთელდა 313 პირი, ხოლო  გარდაიცვალა 7 კოვიდპაციენტი.

მთავრობის ადმინისტრაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 167 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 542 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 625 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 16 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი შეადგენს 1.41%-ს, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.52%-ს, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.34%-ს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 382 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე ნაწილდება: თბილისი – 199 შემთხვევა, აჭარა – 23, იმერეთი – 65, ქვემო ქართლი – 13, შიდა ქართლი – 19, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 13, კახეთი – 30, მცხეთა-მთიანეთი – 0, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური  3 370 შემთხვევაა, საიდანაც: 1 405 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 268 მძიმე პაციენტია, რომელთა შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 80 პაციენტი. 140 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 1 825 პაციენტი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.