კორონავირუსის 4 216 ახალი შემთხვევა, 38 გარდაცვლილი | 7 აგვისტოს სტატისტიკა

პუბლიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 4 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩატარდა 45 351 ტესტი, მათ შორის 26 470 ანტიგენის და 18 881 PCR.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.3%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.33% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.25%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 735 პირი, გარდაიცვალა 38 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  4 216 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 889 შემთხვევა, აჭარა – 620, იმერეთი – 464, ქვემო ქართლი – 217, შიდა ქართლი – 195, გურია – 92, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 265, კახეთი – 273, მცხეთა-მთიანეთი -106, სამცხე-ჯავახეთი – 66, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 29.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 41 249 საიდანაც: 6 426 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 303 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი,  2 523 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 32 300 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 752 ადამიანი.