კორონავირუსის 4 226 ახალი შემთხვევა და 53 გარდაცვლილი | 8 დეკემბრის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 226 ახალი შემთხვევა და გარდაიცვალა 53 ადამიანი. 

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 55 130 კვლევა ტესტით – 33 673 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 457 PCR ტესტით.  რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.67%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.31% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.96%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 091 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 817 963-ია.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით  პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 519 პირი ემსხვერპლა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 226 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე განაწილდა: თბილისი – 1 790 შემთხვევა, აჭარა – 205, იმერეთი – 635, ქვემო ქართლი – 250, შიდა ქართლი – 366, გურია – 117, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 316, კახეთი – 169, მცხეთა-მთიანეთი – 92, სამცხე-ჯავახეთი – 235, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 51.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 298 საიდანაც: 6 371 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 508, აჭარაში – 528, იმერეთში – 1 323. ამ ეტაპზე მძიმე 1 600  პაციენტია: თბილისში – 601, აჭარაში – 129, იმერეთში – 483. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 344 პირი, მათგან თბილისში – 189, აჭარაში – 36, იმერეთში – 32. 1 189. ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 692 – თბილისში, 312 – აჭარაში.