საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 13-ით გაიზარდა.
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 4 ახალი შემოტანილია და ინფიცირებულები სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან.
ამ დროისთვის განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 999;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 870;
- მათ შორის გარდაცვლილი – 15;
- კარანტინის რეჟიმში – 5001;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 219;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 31;