კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამში 1003

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3-ით გაიზარდა.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, 4 ახალი შემთხვევიდან 3 არის შემოტანილი შემთხვევა. მათგან 2 არის სატვირთო მანქანის მძღოლი, ერთი საკარანტინე სივრცეში გამოვლენილი შემთხვევა. მეოთხე შემთხვევის წყაროს მოძიებისთვის კი მიმდინარეობს კვლევები.

მისი ცნობით, დღეის მდგომარეობით, Covid-ცენტრებში 143 პაციენტი მკურნალობს;

ამ დროისთვის განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1003;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 873;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 15;
  • კარანტინის რეჟიმში – 5 640;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 244;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 31;