კორონავირუსის 404 ახალი შემთხვევა და 14 გარდაცვლილი | 7 თებერვალი

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 13 573 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ინფიცირების 404  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 799 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.95%.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  13 573 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 252 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 321 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.87%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.64%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 404 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 188 შემთხვევა,

აჭარა – 7,

იმერეთი – 73,

ქვემო ქართლი – 10,

შიდა ქართლი – 30,

გურია – 26,

სამეგრელო – ზემო სვანეთი – 26,

კახეთი – 33,

მცხეთა-მთიანეთი – 1,

სამცხე-ჯავახეთი – 7,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.