საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 307 და გარდაიცვალა 6 კოვიდპაციენტი.
მთავრობის ადმინისტრაცია Stopcov.ge-ის გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 341 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 964 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 377 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.43 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.60 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.89%.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 419 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე განაწილდა: თბილისი გამოვლენილია 203 შემთხვევა, აჭარა – 26, იმერეთი – 64, ქვემო ქართლი – 27, შიდა ქართლი – 22, გურია – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 18, კახეთი – 9, მცხეთა-მთიანეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.
„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 097, საიდანაც: 1 563 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, აქედან თბილისის საავადმყოფოებში – 800, აჭარაში – 177, იმერეთში – 282. ამ ეტაპზე 304 მძიმე პაციენტია, აქედან, თბილისში – 143, აჭარაში – 29, იმერეთში – 67. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 80 პაციენტი, რომელთაგან თბილისში არის 56, აჭარაში – 2, იმერეთში – 5. 192 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 150 – თბილისში, 30 – აჭარაში. 2 342 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.