კორონავირუსის 5 359 ახალი შემთხვევა და 42 გარდაცვლილი

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის 5 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 726 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 6 321-ს შეადგენს.

12 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.90% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.74%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 359 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 187 შემთხვევა, აჭარა – 813, იმერეთი – 698, ქვემო ქართლი – 270, შიდა ქართლი – 307, გურია – 92, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 335, კახეთი – 372, მცხეთა-მთიანეთი -148, სამცხე-ჯავახეთი – 102, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 35.