საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 96 პირი, ხოლო გარდაიცვალა 12 კოვიდპაციენტი.
მთავრობის ადმინისტრაცა Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 127 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 103 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 024 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 9 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.32 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.50 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.83%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 513 ახალი შემთხვევიდან, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით: თბილისში გამოვლენილია 264 შემთხვევა, აჭარა – 30, იმერეთი – 88, ქვემო ქართლი – 15, შიდა ქართლი – 44, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 26, კახეთი – 16, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.
„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 900, საიდანაც: 1 342 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 266 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 72 პირი. 111 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 1 447 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.