კორონავირუსის 529 ახალი შემთხვევა და 7 გარდაცვლილი | სტატისტიკა და განაწილება რეგიონებში

პუბლიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ის განახლებული მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 326 და გარდაიცვალა 7 კოვიდპაციენტი.

მთავრობის ადმინისტრაცია Stopcov.ge-ის გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 646 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 659 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 987 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.15 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.80 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.73 %.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 529 ახალი შემთხვევიდან, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით: თბილისში გამოვლენილია 281 შემთხვევა, აჭარა – 45, იმერეთი – 34, ქვემო ქართლი – 21, შიდა ქართლი – 30, გურია – 23, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 78, კახეთი – 2, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 035, საიდანაც: 1 756 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 338 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 67 პირი. 232 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 3 047 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.