კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა და 5 გარდაცვლილი | სტატისტიკა და განაწილება რეგიონების მიხედვით

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 469 პაციენტი და გარდაიცვალა 5 ადამიანი.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 244 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 615 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 629 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, მთავრობის განცხადებით, 9 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.98%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.64%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.41%.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 544 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 226 შემთხვევა, აჭარა – 29, იმერეთი – 78, ქვემო ქართლი – 23, შიდა ქართლი – 43, გურია – 26, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 57, კახეთი – 38, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 879, საიდანაც: 2 094 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 471 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 133 პირი. 316 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 2 469 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.