კორონავირუსის 557 ახალი შემთხვევა და 10 გარდაცვლილი | სტატისტიკა და განაწილება რეგიონების მიხედვით

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 639 პირი და გარდაიცვალა 10 ადამიანი.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 890 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 380 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 510 PCR ტესტით“, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, სიჭინავას ინფორმაციით, 10 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.54%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.5%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.23%.

მისივე ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 557 ახალი შემთხვევები რეგიონებზე ასე ნაწილდება:

  • თბილისი – 209 შემთხვევა;
  • აჭარა – 21;
  • იმერეთი – 113;
  • ქვემო ქართლი – 43;
  • შიდა ქართლი – 63;
  • გურია – 33;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი -24;
  • კახეთი – 33;
  • მცხეთა-მთიანეთი – 7;
  • სამცხე-ჯავახეთი – 10;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 787, საიდანაც: 2 083 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 456 პირი.  ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 129 პირი.

290 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.  2 414 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 386 ადამიანი.