ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 580 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 29 729 ტესტი, მათ შორის 16 531 ანტიგენის და 13 198 PCR.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.95 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.81 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.85 %.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 215 პირი, გარდაიცვალა 6 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 804 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 580 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 331 შემთხვევა;
- აჭარა – 51;
- იმერეთი – 56;
- ქვემო ქართლი – 22;
- შიდა ქართლი – 26;
- გურია – 17;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 50;
- კახეთი – 10;
- მცხეთა-მთიანეთი – 6;
- სამცხე-ჯავახეთი – 1;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 394, საიდანაც: 1 758 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 337 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 68 პირი, 231 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 3 405 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 250 ადამიანი. თვითიზოლაციაში იმყოფება 8 857 ადამიანი.