კორონავირუსის 583 ახალი შემთხვევა და 19 გარდაცვლილი | სტატისტიკა და განაწილება რეგიონების მიხედვით

პუბლიკა

StopCov.ge-ის განახლებული მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 583 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 671 პაციენტი და გარდაიცვალა 19 ადამიანი.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  16 605 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 917 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 688 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 583 ახალი შემთხვევიდან, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, თბილისში გამოვლენილია 243 შემთხვევა, აჭარა – 34, იმერეთი – 98, ქვემო ქართლი – 46, შიდა ქართლი – 31, გურია – 10, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 58, კახეთი – 48, მცხეთა-მთიანეთი – 2, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

„ამ ეტაპზე ინფიცირების 5 466 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც: 2 341 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 529 მძიმე პაციენტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 153 პირი.  277 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 2 848 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

StopCov.ge-ის 4 თებერვლის მონაცემები ასე გამოყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 260480 , ბოლო 24 საათში – 583;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 251748 , ბოლო 24 საათში – 671;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 3240 , ბოლო 24 საათში – 19;
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 16605, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9917, PCR ტესტით – 6688;
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 3,51%, ბოლო 14 დღის – 4,41%, ბოლო 7 დღის – 3,79%;
  • კარანტინის რეჟიმში – 430;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2341;
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 277.