ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 947 ტესტი, მათ შორის 20 364 ანტიგენის და 11 583 PCR.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.93%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.74%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.61%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 268 პირი, გარდაიცვალა 5 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 778 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 616 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 319 შემთხვევა;
- აჭარა – 50;
- იმერეთი – 58;
- ქვემო ქართლი – 17;
- შიდა ქართლი – 35;
- გურია – 14;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 61;
- კახეთი – 25;
- მცხეთა-მთიანეთი – 20;
- სამცხე-ჯავახეთი – 2;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.
საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 790, საიდანაც 1 674 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 331 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 65 პირი, 261 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 2 855 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 270 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 165 ადამიანი.