კორონავირუსის 669 ახალი შემთხვევა და 21 გარდაცვლილი | სტატისტიკა და განაწილება რეგიონების მიხედვით

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 637 პაციენტი და გარდაიცვალა 21 ადამიანი.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 311 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 681 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 630 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 669 ახალი შემთხვევიდან, მთავრობის განცხადებით: თბილისში გამოვლენილია 285 შემთხვევა, აჭარა – 40, იმერეთი – 119, ქვემო ქართლი – 41, შიდა ქართლი – 23, გურია – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 79, კახეთი – 49, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი -10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 686, საიდანაც: 2 731 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 610 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 167 პირი. 322 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 3 633 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – აღნიშნულაი მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.