კორონავირუსის 673 ახალი შემთხვევა და 8 გარდაცვლილი | სტატისტიკა და განაწილება რეგიონებში

პუბლიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 298 და გარდაიცვალა 8 კოვიდპაციენტი.

მთავრობის ადმინისტრაცია Stopcov.ge-ის გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 751 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 361 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 390 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.19 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.69 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.60 %.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 673 ახალი შემთხვევიდან, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით: თბილისში გამოვლენილია 330 შემთხვევა, აჭარა – 56, იმერეთი – 67, ქვემო ქართლი – 19, შიდა ქართლი – 57, გურია – 22, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 71, კახეთი – 14, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 26.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 447, საიდანაც: 1 624 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 326 პირი, მათ შორის. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 68 პირი. 214 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 2 609 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.