ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 687 ახალი შემთხვევა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 713 ტესტი, მათ შორის 17 490 კვლევა ანტიგენის და 10 223 PCR.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.48 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.42 %.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 327 პირი, გარდაიცვალა 8 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 840 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 687 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 351 შემთხვევა;
- აჭარა – 61;
- იმერეთი – 68;
- ქვემო ქართლი – 22;
- შიდა ქართლი – 41;
- გურია – 14;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 84;
- კახეთი – 18;
- მცხეთა-მთიანეთი – 20;
- სამცხე-ჯავახეთი – 4;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 232, საიდანაც: 1 984 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 352 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 63 პირი, 291 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 3 957 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 169 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10 468 ადამიანი.