Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 34 668 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 811 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 672 პირი, გარდაიცვალა 13 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.34 %
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 356 179-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.34 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.54%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.36%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 672 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 341 775-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 096 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 811 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 470 შემთხვევა, აჭარა – 53, იმერეთი – 69, ქვემო ქართლი – 53, შიდა ქართლი – 39, გურია – 3, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 50, კახეთი – 38, მცხეთა-მთიანეთი – 24, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.