კორონავირუსის 988 ახალი შემთხვევა, 21 გარდაცვლილი | სტატისტიკა და განაწილება რეგიონებზე

პუბლიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩატარდა 13 752 კვლევა, მათ შორის 5 904 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 848 PCR-ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.18%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.99%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.47%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 595  პირი, გარდაიცვალა 21 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 151 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 988 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 511 შემთხვევა;
  • აჭარა – 114;
  • იმერეთი – 84;
  • ქვემო ქართლი – 31;
  • შიდა ქართლი – 33;
  • გურია – 19;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 94;
  • კახეთი – 45;
  • მცხეთა-მთიანეთი – 45;
  • სამცხე-ჯავახეთი – 8;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 216, საიდანაც 4 040 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 771 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 137 პირი, 800 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 10 376 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 91 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 34 185 ადამიანი.