კორონავირუსის ახალ დადასტურებულ შემთხვევებს შორის სასწრაფოს 5 თანამშრომელია

პუბლიკა

ბოლნისში კორონავირუსი სასწრაფოს 5 თანამშრომელს დაუდასტურდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურის ინფორმაციით, ისინი კარანტინში იმყოფებოდნენ, როგორც ადრე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები.

ბოლნისის სასწრაფოს კიდევ 5 თანამშრომელს კორონავირუსი 14 აპრილს დაუდასტურდა. მაშინ „პუბლიკას” პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მათი ინფიცირების წყარო უცნობია.


ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული 24 აპრილის მონაცემებით, Covid-19 დადასტურებული ჰქონდა სასწრაფო დახმარების 18 თანამშრომელს.

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსები, როგორც მაღალი რისკის ზონებში მომუშავე პირები, ინფექციაზე პერიოდულად შემოწმდებიან. ამ დროისთვის ტესტირება სასწრაფო დახმარების 1000-მდე თანამშრომელს აქვს ჩატარებული. ჯამში, Covid-19 დადასტურებული აქვს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 18 თანამშრომელს, რომელთაგანაც 16, ე.წ. ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება“, – აცხადებდა უწყება 24 აპრილს.