“18 ახალი შემთხვევიდან 8 ბოლნისის რაიონიდან არის, ძირითადად ეს არის სოფელი გეტა და მუშევანი. შემდეგი 8 არის დაავადებულებთან კონტაქტები, და მხოლოდ ორი არის ახალი დადასტურებული, რომელიც შემოვიდა საკარანტინე სივრციდან”. – ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ გააცნო.
დღეს დილით არსებულ მონაცემებს 12 ახალი შემთხვევა დაემატა, 6 კი გუშინ გვიან საღამოს დადასტურდა.
ეზუგბაიას თქმით, ბოლნისის 8 შემთხვევიდან 4 ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს, დანარჩენი 4 კი – სხვა ცენტრებში. ინფექციურშია მოთავსებული ასევე 4 პაციენტი მეორე 8 შემთხვევიდან.
“ბოლნისის რაიონის კვლევა წარმოებს და თქვენ მოგახსენათ დაავადების კონტროლის წარმომადგენლებმა, რომ ძალიან ჭირს ამ რაიონში მოსახლეობასთან ურთიერთობა და მათთან კომუნიკაცია და კონტაქტების მოძიება ცოტა რთულია, მაგრამ მაინც ხდება და კარგია, ეს ასე რომ ხდება. ეს არ არის მრავალმოსახლე სოფლები და ამ სოფლების გამოკვლევა თავიდან ბოლომდე არ არის რთული. ამას სჭირდება დრო. რაც მთავარია, ეს არ გადის ბოლნისის გარეთ”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება: