კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 126 აჭარაშია, 16 – იმერეთში – ეზუგბაია

პუბლიკა

საქართველოში 17 სექტემბერს კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათგან:

  • აჭარა – 126;
  • იმერეთი – 16;
  • თბილისი – 15;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 7;
  • მცხეთა-მთიანეთი – 7;
  • გურია – 4;
  • კახეთი – 4.

„გამოჯანმრთელებულების რაოდენობა გაიზარდა მხოლოდ 10-ით. იყო 1 412 და გახდა 1 422. ამ მონაცემებით, კოვიდცენტრებსა და ჰოსპიტლის შემდეგ სასტუმროებში რაოდენობა გახლავთ 1 488 პაციენტი. მათგან 9 კრიტიკულად მძიმე პაციენტია. მძიმე პაციენტების სია 60-70-ს შორის მერყეობს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ინფექციურის კლინიკურმა დირექტორმა განმარტა, რომ PCR ტესტების რაოდენობა 16 აგვისტოს შემდეგ მზარდია. 16 სექტემბრის მონაცემებით, ჩატარებულია დღეში 11 125 ტესტი.