დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 970 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 63 650-ს.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 348 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 47 390-მდე.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 22 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 11 , აჭარაში – 4, იმერეთში – 6, ხოლო ქვემო ქართლში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 521 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი 2 970 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 130 შემთხვევა, აჭარაში – 653, იმერეთში – 463, ქვემო ქართლში – 90, შიდა ქართლში – 105, გურიაში – 67, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 202, კახეთში – 94, მცხეთა-მთიანეთში – 93, სამცხე-ჯავახეთში – 49, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 24.
ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 713.
4 709 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 361, აჭარაში – 732. მძიმე პაციენტი გვყავს 656, მათ შორის, თბილისში – 341, აჭარაში – 109. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 265 პირი – მათ შორის, თბილისში – 153, აჭარაში – 60.
3 066 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 542 – აჭარაში, ხოლო 1 053 – თბილისში.
7 938 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეშია 2 765 პირი, მათ შორის, თბილისში – 557, აჭარაში-1 290.
სულ 6 ოქტომბრიდან – 9 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 13 797 ადამიანი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 37 303 პირი, საიდანაც თბილისში არის 6 325 ადამიანი, აჭარაში – 15 021, იმერეთში – 4 246.