„ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 824 ახალი შემთხვევა“, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 824 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
- თბილისი 1 247 შემთხვევა,
- აჭარა – 742,
- იმერეთი – 609,
- ქვემო ქართლი – 214,
- შიდა ქართლი – 197,
- გურია – 157,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 319,
- კახეთი – 150,
- მცხეთა-მთიანეთი – 96,
- სამცხე-ჯავახეთი – 63,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 30.
„სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა. მათ შორის, თბილისში – 17, აჭარაში – 5, იმერეთში – 8, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1, ქვემო ქართლში – 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 927 გარდაცვალების შემთხვევა“, – განაცხადა მან.