კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით | 24 ნოემბერი

პუბლიკა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევების გადანაწილებაზე ისაუბრა, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით.

„თბილისში გამოვლენილია 1 504 შემთხვევა, აჭარა – 576, იმერეთი – 212, ქვემო ქართლი – 129, შიდა ქართლი – 101, გურია – 87, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 189, კახეთი – 116, მცხეთა-მთიანეთი – 105, სამცხე-ჯავახეთი – 97, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსის 18 526 აქტიური შემთხვევაა. მათ შორის, სიჭინავას თქმითვე, 6 192 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.


საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 39 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 045.

StopCov.ge-ზე განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 111 818, ბოლო 24 საათში – 3 128;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 92 215, ბოლო 24 საათში – 3 045;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 1 051 , ბოლო 24 საათში – 39;
  • კარანტინის რეჟიმში – 2 102;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 192;
  • Covid-სასტუმროში მყოფი პირი – 3 739.