მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 901 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 799 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 42 572-მდე გაიზარდა.
კორონავირუსით გარდაიცვალა 34 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 14 ადამიანი, აჭარაში – 7, იმერეთში – 8, შიდა ქართლში – 3, ქვემო ქართლში – 1, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 475 გარდაცვალების შემთხვევაა.
დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
- თბილისში გამოვლენილია 1 060 შემთხვევა
- აჭარაში – 461
- იმერეთში – 340
- ქვემო ქართლში – 181
- შიდა ქართლში – 199
- გურიაში – 68
- სამეგრელო – ზემო სვანეთში – 369
- კახეთში – 94
- მცხეთა-მთიანეთში – 78
- სამცხე-ჯავახეთში – 45
- რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6.
ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 680. 4 691 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 322 პირი. 2 879 ადამიანი არის კოვიდსასტუმროში, მათ შორის, 1 449 – აჭარაში, ხოლო 971 – თბილისში. 7 110 პირი მკურნალობს ბინაზე.