უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა ისაუბრა:
„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 295 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 46 817-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 537 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31 170-მდე გაიზარდა”, – განაცხადა მან.
გარდაცვლილები:
24 საათში გარდაიცვალა 19 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 ადამიანი, აჭარაში – 9, იმერეთში – 6, შიდა ქართლში – 1, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 381 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი 2 295 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
- თბილისში – 989;
- აჭარაში – 387;
- იმერეთში – 387;
- ქვემო ქართლში – 166;
- შიდა ქართლში – 133;
- გურიაში – 27;
- სამეგრელო – ზემო სვანეთში – 97;
- კახეთში – 47;
- მცხეთა-მთიანეთში – 33;
- სამცხე-ჯავახეთში – 29;
- რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – არ დაფიქსირებულა;
ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 240.
„4 355 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 117, აჭარაში – 690. მძიმე პაციენტი გვყავს 569, მათ შორის, თბილისში – 283, აჭარაში – 84. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 238 პირი – მათ შორის, თბილისში – 119, აჭარაში – 72.
2 428 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 180 – აჭარაში, ხოლო 878 – თბილისში. 8 457 პირი მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 004 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 612, აჭარაში-1 392. სულ 6 ოქტომბრიდან – 3 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 11 723 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 330 პირი, საიდანაც თბილისში – 2 735, აჭარაში – 12 427, იმერეთში – 4 025“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.