კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონებში

პუბლიკა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი შემთხვევევბი რეგიონებში შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 788
  • აჭარა – 551
  • იმერეთი – 245
  • ქვემო ქართლი – 87
  • შიდა ქართლი – 33
  • გურია – 35
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი – 93
  • კახეთი – 42
  • მცხეთა-მთიანეთი – 20
  • სამცხე-ჯავახეთი – 27
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

,,აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 437. 3 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 893, აჭარაში – 714;

მძიმე პაციენტი – 429, მათ შორის, თბილისში – 201, აჭარაში – 75.

აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 106 პირი, მათ შორის, თბილისში – 59, აჭარაში – 25.

2 268 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 247 – აჭარაში, ხოლო 741 – თბილისში; 11 403 მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 4 112 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 868, აჭარაში-2 059.

სულ, 6-24 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია 8 296 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 26 533 პირი, საიდანაც თბილისში არის 3 237 ადამიანი, აჭარაში – 10 245, იმერეთში – 3 861.

ეს არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ასახავს დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას და გაწეული საქმიანობის ანგარიშს, რომელსაც ყოველდღიურად ვაწვდით ჩვენს მოსახლეობას”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.