კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 701 გახდა

პუბლიკა

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 701 გახდა. მონაცმები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

7-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და ამ ეტაპისთვის მათი რიცხვი 432-ია.

  • გარდაცვლილია – 12;
  • კარანტინის რეჟიმშია – 3 890;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 357;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 3.

„დღეისთვის COVID-ცენტრებში მკურნალობს 257 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულებსა და მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს შორის სხვაობა საკმაოდ სოლიდური რიცხვია, 187-ით სჭარბობს უკვე გამოჯანმრთელებულების რაოდენობა”, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.