კორონავირუსის „დელტა“ შტამის კიდევ 2 შემთხვევა დადასტურდა, სულ – 20 | გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ე.წ. „დელტა“ შტამის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აღნიშნული შტამი საქართველოში სულ 20 პირს დაუდასტურდა.

„18 შემთხვევის შემდეგ, დადასტურდა კიდევ ორი შემთხვევა, ანუ სულ 20 შემთხვევა გვაქვს. მოგეხსენებათ, ბრიტანეთში დაახლოებით ორიდან სამ თვემდე დასჭირდა, რომ მთლიანად ჩაანაცვლოს ტრადიციული და შემდეგ ბრიტანული შტამი. განმასხვავებელი კლინიკური ნიშანი „ინდურ შტამს“, ან სხვა შტამს არ აქვს. გახლავთ ერთადერთი ის, რომ „ბრიტანული“ და „ინდური“ შტამი ვრცელდება შედარებით სწრაფად“, – განუცხადა  გამყრელიძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“.