აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო რეგულარული სავიზო მომსახურება აშშ-ის ყველა სელჩოსა და საკონსულოში დროებით შეჩერებულია.
20 მარტიდან საკონსულოები და საელჩოები აუქმებენ ყველა საიმიგრაციო ან არასაიმიგრაციო ვიზების გაცემას. საკონსულოები მოქალაქეებს რესურსების გათვალისწინებით, მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში გაუწევენ სავიზო მომსახურებას. სახელმწიფო დეპარტამენტი ვერ აკონკრეტებს, როდის აღდგება სავიზო მომსახურება ჩვეულ რეჟიმში.
ბოლო მონაცმებით, აშშ-ში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 16,638-ია, გარდაცვლილია 225 ადამიანი.