კორონავირუსის გამო ბახმაროში ტრადიციული დოღი წელს არ ჩატარდება

პუბლიკა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, წელს ბახმაროში დოღი, რომელიც ტრადიციუალდ იმართებოდა, აღარ ჩატარდება. ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ბახმაროში ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა“, – წერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია.

როგორც ცნობილია, ბახმაროში დოღი, ტრადიციულად, 19 აგვისტოს ფერიცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან ტარდება.