კორონავირუსის გამო ესპანეთში კერძო კლინიკებს დროებით სახელმწიფო განკარგავს

პუბლიკა

ესპანეთში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა, სალვადორ ილამ განაცხადა, რომ კლინიკებსა და ჯანდაცვის სერვისის სხვა კერძო პროვაიდერებს დროებით ეროვნული ჯანდაცვის სისტემა განკარგავს – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მისივე თქმით, ვირუსთან საბრძოლველად ჯანდაცვის რეგიონული ხელმძღვანელები საჭიროების შემთხვევაში ყველანაირი საშუალებით დაკმაყოფილდებიან კერძო სექტორისგან.

„ასევე პაციენტების მოსათავსებლად გამოვიყენებთ ნებისმიერ კერძო თუ საჯარო სივრცეს“, – განაცხადა ილამ.

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სამედიცინო ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტებს, რომლებიც სარეზიდენტო სამსახურებში არიან, გაუხანგრძლივდებათ კონტრაქტები.

მინისტრმა მოუწოდა კომპანიებსაც, რომ ხელისუფლებას 48 საათის განმავლობაში შეატყობინონ, თუ შეუძლიათ სამედიცინო პროდუქციისა და დამცავი ეკიპირების დამზადება.

ესპანეთში ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 11 409 შემთხვევაა დადასტურებული და გარდაცვლილია 510 ადამიანი.