კორონავირუსის გამო კლუბი KHIDI მარტის ღონისძიებებს აუქმებს

პუბლიკა

კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის თავიდან ასაცილებლად, კლუბი KHIDI იღებს გადაწყვეტილებას, გააუქმოს მარტში დაგეგმილი საკლუბო ღამეები. ინფორმაცია კლუბის ფეისბუქგვერდზეა გამოქვეყნებული.

„აქტიურად ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ვხელმძღვანელობთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების მითითებებით.
დროებით დახურვის გადაწყვეტილება რთულია, მაგრამ ამ ეტაპზე ვირუსთან ბრძოლისთვის აუცილებელი“, – წერია განცხადებაში.

კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დროებით დაიხურა კლუბები: „მტკვარზე” და BASSIANI