კორონავირუსის გამო, კლუბი „მტკვარზე" დროებით დაიხურა

პუბლიკა

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კლუბი „მტკვარზე” დროებით დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.

„ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს და საჯარო შეკრებები მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია.
ახლა დროა, გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, რომ ვირუსის გავრცელებას ხელი შევუშალოთ, რისთვისაც თითოეული მოქალაქისა და ბიზნესის პასუხისმგებლობა და სწორი მოქმედება მნიშვნელოვანია.
ძალიან რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ვთვლით, რომ აუცილებელი და წინდახედული ნაბიჯია.

იმედია, ძალიან მალე გაქრება საფრთხეები და დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს და საცეკვაო მოედნებს“, – ვკითხულობთ facebook-გვერდზე.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 24 ადამიანი. კარანტინში მოთავსებულია 295, ხოლო სტაციონარში – 49 მოქალაქე.