კორონავირუსის გამო შესაძლოა, ოპოზიციამ 4 აპრილს დაგეგმილი აქცია გადადოს

პუბლიკა

ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ 4 აპრილს დაგეგმილი აქცია კორონავისურის გამო გადაიდოს. როგორც სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით იქნება მიღებული.

„შეხვედრაზე საუბარი გვქონდა, იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში შეიქმნა და ზოგადად მსოფლიოშია შექმნილი კორონავირუსთან დაკავშირებით, რადგან უკვე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაც აწია საფრთხის დონე. საუბარია იმაზე, რომ მასობრივი ღონისძიებების ჩატარება მიზანშეწონილი არაა ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუ ქვეყანაში მდგომარეობა კორონავირუსის კუთხით დამძიმდა ან არ მოხდა დასტაბილურება, მაშინ შეიძლება განვიხილოთ 4 აპრილის აქციის გადადება. იქიდან გამომდინარე, რომ საფრთხე არ შეექმნათ ჩვენს თანამოქალაქეებს“, – განაცხადა კაპანაძემ.

4 აპრილს, 16:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციამ მასშტაბური აქცია დაგეგმა, რომელზეც მოსახელობას საერთო სამოქმედო გეგმას გააცნობს.