საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციით, სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები სწრაფი კურსით გადამზადდებიან და კორონავირუსის მართვაში ჩაერთვებიან.
„სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები სწრაფი კურსით გადამზადდებიან იმისთვის, რომ შეიქმნას სამედიცინო პერსონალის ერთგვარი რეზერვი და, საჭიროების შემთხვევაში, ისინი ჩაერთვებიან კოვიდის სამედიცინო მენეჯმენტში და დაეხმარებიან ჩვენს ექიმებს.
მე დღეს ვხვდები სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებს, ასევე სამედიცინო ფაკულტეტების ხელმძღვანელებს, ამ პროცესს დავიწყებთ და, მაქსიმუმ, ერთ კვირაში გვექნება სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელების ბაზა, რომლებმაც გაიარეს ეს ტრენინგი და მზად იქნებიან, ჩაერთონ პროცესში.
მომზადების კურსი იქნება მრავალწახნაგიანი. სიტუაციიდან გამომდინარე უფროსკურსელი სტუდენტები მათ დაეხმარებიან“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.