კახეთში, კერძოდ ყვარელში, კორონავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს დაუდასტურდა, – ეს ინფორმაცია „პუბლიკას“ კახეთის სამხარეო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა დაუდასტურა.
ის ამბობს, რომ ინფიცირებული მედიკოსის ყველა კონტაქტის მოკვლევა მიმდინარეობს და ამ დრომდე მოკვლეულია 70-მდე კონტაქტი. ოჯახის წევრები, პაციენტები ვისთანაც ექიმს მორიგეობისას შეხება ჰქონდა და ა.შ.
რაც შეეხება ინფორმაციას, რომ ყვარლის რაიონში საკარანტინო რეჟიმი დაწესდეს, ქადაგიშვილი ამბობს, რომ ჯერ ამაზე საუბარი არ არის, თუმცა შემდგომ ნაბიჯებს ეპიდემიოლოგიური სურათის გამოკვეთის შემდეგ გადადგამენ.