კორონავირუსის საფრთხის გამო თავი შეიკავეთ ირანში გამგზავრებისგან - საგარეო საქმეთა სამინისტრო

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხის გამო ირანში მოგზაურობაზე თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

„კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, გთხოვთ, თავი შეიკავოთ ირანში მოგზაურობისგან. ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ თეირანში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +989352110274; +989122997726; +989108201041“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.