კორონავირუსის ვაქცინის ცდებში პირველი მოხალისეები ჩაერთვნენ

პუბლიკა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ პირველი ვაქცინის ცდებში მოხალისეები ჩაერთვნენ. პირველი კვლევები სიეტლში 4 მოხალისეზე ჩატარდება.

თუმცა მათ ვაქცინით უშუალოდ COVID-19-ს არ შეუყვანენ სისხლში. ის შეიცავს უსაფრთხო გენეტიკურ კოდს, რომელიც ამ დაავადებას იწვევს. პირველი ტესტირების მიზანია, დადგინდეს, რომ ვაქცინა არ იწვევს სერიოზულ გვერდით მოვლენებს. ამის შემდეგ მასზე უფრო ფართო ტესტირება დაიწყება.

პირველი მოხალისე 43 წლის ჯენიფერ ჰოლერია. „ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ მეც გამეკეთებინა რამე“, – თქვა ჰოლერმა, რომელიც კვლევაში მოხალისეობრივად ჩაერთო.

აშშ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, მოხალისეებს ვაქცინას 28 დღის ინტერვალით ორჯერ შეუყვანენ, მთლიანად ტესტირება კი ერთი წლიდან 18 თვემდე გასატნს, ვიდრე ვაქცინა სრულყოფილ შემოწმებას გაივლის.

ზოგადად ვაქცინები დასუსტებულ ან მკვდარ ვირუსებს შეიცავს, რომ ორგანიზმმა იმუნიტეტი გამოიმუშავოს, თუმცა ამ შემთხვევაში სპეციალისტები თავად ახალი კორონავირუსის შეყვანას მოერიდნენ და მხოლოდ მისი გენეტიკური კოდის ნაწილი გამოიყენეს.

აშშ-ის გარდა ვაქცინაზე მუშაობა სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს. მანამდე კი პაციენტებს სხვადასხვა მედიკამენტებით მკურნალობენ, რომლებიც პირდაპირ ვირუსს არ ებრძვის, მაგრამ იცავს ორგანიზმს ვირუსისგან გამოწვეული სხვადასხვა სიმპტომებისგან, მათ შორის, პნევმონიისგან და სხვ.

https://www.facebook.com/amerikiskhma/videos/251422975857786/